×

Публичная Информация

Приказ И Распространение

Информационная Документация

Функции - Обязанности И Рабочий План Городского Совета

Протокол Заседания Горсовета

Протоколы Заседаний Бюро

Протоколы Заседаний Комиссий

Бюджет: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

Годовой план закупок

Покупки сделаны

Затраты Командировок

Затраты Рекламы

Коммуникационные Затраты

Затраты Техобслуживания

Затраты Горючего

Затраты Представительства

Аукционы

Тендеры

Отчёт Для Предоставления Президенту И Парламенту

Требования Публичной Информации

Уполномоченный по защите персональных данных

Правоведческие Решения

Правила Обжалования

Присоединяйтесь к нам

         

  Рабочее время
09:00 - 18:00

სამტრედიაში ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ცენტრი მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურ განხორციელებასა და მართვას.

პროექტი სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ღონისძიებას დაესწრნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მათ ერთად დაათვალიერეს ახალი ცენტრი, გაეცნენ ინფრასტრუქტურას და თანამშრომლებს გაესაუბრნენ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის ცენტრების გამართული მუშაობა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტური განხორციელებისთვის. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა სამინისტროთა და სახელმწიფო სტრუქტურებთან წარმოადგენს სისტემის განვითარებისა და კოორდინაციის მთავარ წინაპირობას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები,  ქალთა ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის დასკვნითი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა: 

  • საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი,
  • B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციისა და შიდსის ტესტირება,
  • გლუკოზისა და არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სკრინინგი.

აღნიშნული კვლევები ტარდება უფასოდ და ყველასთვის ხელმისაწვდომად სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.

 

სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა
 
სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა
 
სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა
 
სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა
 
სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა
 

 

Просмотров: 545

 

 Петиция

Прими Участие В Осуществлении Самоуправления...

 

 Опрос

Зафиксируй Твоё Мнение О Текущих Событиях...

 

 Твоя Идея Мэру

Прими Участие В Развитии Региона,Обратись С Идеей К Мэру...

 

 Обратная Связь

Рост Степени Внедрения В Местное Самоуправление...

Поддерживать

Контакт

  г. Самтредиа, ул.Республики. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Понедельник - Пятница

  09:00 - 18:00 

Архив