×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოსაწერსრიგებელი სამუშაოები.

ამ ეტაპზე, სოფელ დაფნარში, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 ქუჩებზე ასფალტის საფარით წესრიგდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

სამუშაოები გეგმა-გრაციკის დაცვით მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Georgian Build'' ასრულებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, ტარიელ ცომაია, საკრებულოს წევრი გომის სამაჟორიტარო ოლქიდან, ჯონი თევზაძე და მერის წარმომადგენელი, ზაზა ნიკოლეიშვილი.

დავით ბახტაძე-,,ვიზუალური დათვალიერებით სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად. რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით არის შესრულებული. ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში, გზა ყველგან დაიგება და ეს პრობლემა მუნიციპალიტეტში არ იარსებებს. ეს და სხვა პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება''.

 

სამტრედიაში სოფელ დაფნარში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება
 
სამტრედიაში სოფელ დაფნარში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება
 
სამტრედიაში სოფელ დაფნარში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება
 
სამტრედიაში სოფელ დაფნარში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება
 

Hits: 596

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive