×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია.

სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, სამტრედიაში მასშტაბური პროქტები ხორციელდება.

რეაბილიტაცია უკეთდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სპორტდარბაზს, ასევე მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანის სრული რეაბილიტაცია.

პროქტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.

მიმდინარეობს საცურაო აუზის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 317 000 ლარს შეადგენს.

საცურაო აუზს პირველ ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’, რომლის ფარგლებშიც სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 60 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.

სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის იპოდრომზე, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი შემოსასვლელიდან თავლამდე მისავლელ ტერიტორიაზე იგება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, რისთვისაც ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ სპორტით და მათ ჰქონდეთ თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა. მომავალშიც ამ კუთხით მასშტაბური პროექტები განხორციელდება.“

 

სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 

Hits: 612

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive