×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

უნიციპალოტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის დაფუძნებული იურდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლაშა ორმოცაძემ, ისაუბრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებებზე გამოკვეთილი პრიორიტეტების შესახებ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში, პირველ ადგილს კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე განათება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება წარმოადგენს.

შესყიდვების განყოფილების წარმომადგენელმა ტიტე ბარამიძემ 2024 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაგეგმილი და განხორციელებულ შესყიდვების პროცედურებზე ისაუბრა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა დავით შენგელიას განმარტებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 19 მიმდინარე პროექტი ხორციელდება, 60 ლოკაციაზე. მათ შორის სრულად განახლდება ,,მომავლოს პარკი”, განთავსდება ახალი ატრაქციები და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. დაგეგმილია მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება, ქალაქის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია მეიშვილმა ისაუბრა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასაქმების პროგრამის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 420 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირია დასაქმებული.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის, განმარტებით მნიშველოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს დადგენილ ვადებში და ხარისხიანად.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 60 ლოკაციაზე 19 მიმდინარე პროექტი ხორციელდება
 
Hits: 624

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive