Grassroots Cup Georgia -“გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” – 20 გუნდის მონაწილეობით გამართული ტურნირი წარმატებით დასრულდა.

კახა კალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა მასშტაბური საფეხბურთო ტურნირი “გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი”, რომელშიც 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 16 გუნდი დასავლეთ საქართველოდან იყო, ხოლო 4 – თბილისიდან. ტურნირში საერთო ჯამში დაახლოებით 450-მა ბავშვმა იასპარეზა.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა – 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის.

გამარჯვებული გუნდები: 2012 წელს დაბადებულთა კატეგორიაში:

2013 წელს დაბადებულთა კატეგორიაში:

ტურნირის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. ღონისძიებას სამტრედიის მერი დავით ბახტაძე დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ “გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” განსაკუთრებული მნიშვნელობის ტურნირია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას. შეჯიბრმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მონაწილე გუნდებმა მაღალი სპორტული ოსტატობა აჩვენეს. ტურნირი მეგობრულ და სპორტულ გარემოში წარიმართა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

“გრასრუტს ქაფ ჯორჯია დასავლეთი” – ტურნირი სამტრედიის კახა კალაძის სახელობის კომპლექსში