სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალს დაესწრო. მატჩი თამარ მეფის ქუჩაზე, თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე გაიმართა.

ტურნირში 21 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი №10 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე — ღანირის საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე კი — №2 საჯარო სკოლის გუნდმა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ღანირის გუნდის ფეხბურთელი გიორგი ფრანგიშვილი გახდა, რომელმაც 13 გოლი გაიტანა.

„მადლობა ყველა გუნდს, რომელმაც თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მეათე საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს კი წარმატებას ვუსურვებ“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

ტურნირი სამტრედიის კომპლექსური სპორტული სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების დაჯილდოებით დასრულდა.

სამტრედიაში თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა