ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრების მონაწილეებმა სხვადასხვა დისტანციაზე იასპარეზეს. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დააჯილდოვა.
„სამტრედიაში მოქმედი იპოდრომი მნიშვნელოვანი სპორტული სივრცეა, რომელიც ცხენოსნობისა და დოღის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი პოტენციალი, ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და სამტრედიაში მსგავსი მასშტაბური შეჯიბრებები მომავალშიც რეგულარულად გავმართოთ“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.