სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უბანში თითქმის 40-მდე სპორტული სივრცე – მინი საფეხბურთო და სპორტული მოედნები, ასევე საცურაო აუზი – მოეწყო და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ამჯერად ახალგაზრდობის ქუჩაზე, ე.წ. „წეროების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ახალი მინი საფეხბურთო მოედანი მოეწყო. აღნიშნული სივრცე რამდენიმე მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობას გააერთიანებს და ბავშვებსა და ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთ თანამედროვე გარემოს შესთავაზებს.

ახალი სპორტული სივრცის გახსნის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით გამართული თედო კაკულიას სახელობის ტურნირი გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ „წეროების ტბის“ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. აღნიშნული ლოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეკრეაციული სივრცეა და სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მუნიციპალიტეტის სტუმრების ინტერესების გათვალისწინებით.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი მუნიციპალიტეტში გრძელდება. ამჟამად სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუხაძისა და გალაკტიონის ქუჩებზეც.

„წეროების ტბასთან“ ახალი სპორტული სივრცე მოეწყო