სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და სამტრედიელი ახალგაზრდები პროექტის — „გაეროს მოდელირება“ — გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
პროექტი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით ხორციელდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება. „გაეროს მოდელირებაში“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 14-18 წლის 120 ახალგაზრდა მონაწილეობს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი ანალიტიკური და ლიდერული უნარების განვითარება, ასევე აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელებენ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე და შეიმუშავებენ რეზოლუციის პროექტებს.
დავით ბახტაძემ პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ საერთაშორისო პროცესებს, განივითარონ დებატებისა და თანამშრომლობის უნარები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.