1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მომავლის სკვერში მრავალფეროვანი საბავშვო ღონისძიებები გაიმართება
12:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება სულხან-საბა ორბელიანის გაცოცხლებული იგავ-არაკები, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საბავშვო გასართობი სივრცე და სახეზე ხატვის აქტივობა.