სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო და პოეტს იუბილე მიულოცა.
საიუბილეო საღამო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიების იდეის ავტორი ნატალია კოპალეიშვილია.
საღამოს პროგრამა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია წარმოადგინეს. პროგრამაში მუსიკალური ნომრებიც იყო.