მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია სამტრედიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 2022 წლიდან დღემდე ქალაქში 36 მრავალბინიან კორპუსს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მათ შორისაა კოსტავას, ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და ლაშა თევზაძის ქუჩები, ასევე რკინიგზელთა დასახლებაში მდებარე კორპუსები, სადაც 10-ზე მეტ შენობას ახალი სახურავი დაემატა.
პროექტი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა მერიისა და მისი გუნდის პრიორიტეტად რჩება.
ამ ეტაპზე, ლაშა თევზაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია ქუჩის დასაწყისის ნაწილი და მიმდინარეობს სამი კორპუსის — №23, №25 და №27 — ფასადების რეაბილიტაცია. იმავე ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე დაიწყება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე №38 კორპუსის რეაბილიტაციაც.
მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის მასშტაბით არსებული ასზე მეტი მრავალბინიანი კორპუსის სრული განახლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ ფასადების რეაბილიტაციას, არამედ საკომუნიკაციო სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურული დეტალების მოწესრიგებასაც. მიმდინარე სამუშაოები მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.