სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია.

"სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია (იხ. საპროექტო წინადადების ფორმა ) და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 05 თებერვალი - 27 თებერვლის პერიოდში ჩატარდება (იხ. მერის ბრძანება - დასახლებების საერთო კრებების გრაფიკი). წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფლების მცირე პროექტების დასაფინანსებლად 660 000 ლარს მიიღებს.

დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ) გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.